Refund policy

საქონლის უპირობოდ დაბრუნების პირობები 

მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს საქონელი, მისი მფლობელობაში მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. 

ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უპირობოდ უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. 

ამარა თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელი ნივთის უკან წაღებას განაცხადის დაფიქსირებიდან  7-10 სამუშაო დღის განმავლობაში. 

როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნებაზე? 

  • შეგიძლიათ განაცხადოთ მოთხოვნა წერილობითი სახით ამარა-მხარდაჭერის გუნდისათვის ელექტრონულ მეილზე hello@amarasouvenir.com შეტყობინების გაგზავნის გზით. 
  • ამარა-წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით. 
  • თუ პროდუქტი ექვემდებარება უპირობოდ დაბრუნებას, თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში. 
  • თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს. 

 

კანონისმიერი გარანტია: 

  • თუ ამარას-ის პლატფორმაზე შეძენილი პროდუქტი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ამარა-მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (პროდუქტის ეცვლა, ასის ემცირება) ავიდეს ელშეკრულებიდან; 
  • პროდუქტი შეცვლილი ნდა ქნეს ონივრულ ადაში (30 ალენდარული ღე), სე, ომ ომხმარებელს ეექმნას ნიშვნელოვანი ეფერხება როდუქტის უნებისა იზნის ათვალისწინებით, ომლისთვისაც ან როდუქტი ეიძინა; 
  • პროდუქტის უსასყიდლოდ შეცვლა გულისხმობს ამარა მიერ ყველა ხარჯის გაწევას, რომლებიც საჭიროა პროდუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; 
  • მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს პროდუქტის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: 
  • პროდუქტის შეცვლა შეუძლებელია; 
  • ამარა-მ პროდუქტი გონივრულ ვადაში არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა; 
  • ამარა-ს მიერ პროდუქტის შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის;
  • მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 
  • მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ პროდუქტის ნაკლი უმნიშვნელოა.