გამოტოვება
1 -ის 7

ამარა - Amara

ქალი და მფრინველი · აბრეშუმის შარფი

ქალი და მფრინველი · აბრეშუმის შარფი

რეგულარული ფასი 189.00 GEL
რეგულარული ფასი ფასიანი აქცია 189.00 GEL
გაყიდვა გაყიდულია
Quantity

ამარა x კახა ჩხატარაიშვილი

კახა ჩხატარაიშვილის ტილოზე ქალს თავზე პატარა ლურჯი მფრინველი აზის. ქალის სახეზე ყვითელი და ფირუზისფერი ერთმანეთს ხვდება. მისი მზერა კი ისეთი მშვიდია, თითქოს მფრინველთან ერთად ყოფნა სრულიად ბუნებრივი ამბავია.

ამარამ ნახატიდან ქალის სახე და ჩიტი ერთად აიღო და მარჯნისფერ ფონზე დიაგონალურად გაიმეორა. შარფის ყვითელი არშია სახის ფერს ეხმიანება, პატარა ლურჯი ჩიტი კი აბრეშუმის ნაკეცებს შორის ხან იმალება, ხან ისევ ჩნდება.

კოლაბორაციის შესახებ

ამარას ახალი სერია თანამედროვე ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობას ეძღვნება. გვინდა, მათი ნამუშევრები მეტმა ადამიანმა გაიცნოს და მათი თვალით დაინახოს საქართველო. სერია კახა ჩხატარაიშვილთან ექსკლუზიური თანამშრომლობით იწყება. ამ ლიმიტირებული კოლექციისთვის ამარამ მხატვრის სამი ტილოდან შერჩეული ფრაგმენტები ციფრულ ფორმატში გადაიტანა და აბრეშუმისთვის სამი განსხვავებული პრინტი შექმნა.

კახა ჩხატარაიშვილი თბილისში დაიბადა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. ის თავისი შემოქმედების მთავარ თემად ადამიანს და მის შინაგან სამყაროს მიიჩნევს. კოლექციისთვის შერჩეულ ტილოებში ეს ინტერესი გამომსახველ სახეებში, მკვეთრ კონტურებსა და ფერთა მოულოდნელ შეხამებაში იგრძნობა.

ზომები და შეფუთვა

  • აბრეშუმის შარფი - 90 × 90 სმ
  • ყუთი - 16 × 16 სმ, შარფის პრინტით
  • შარფი შეფუთულია ყუთში და მოყვება ამარას ბრენდირებული მუყაოს ჩანთა.
View Details
  • Visa
  • Mastercard
  • Apple Pay
  • Google Pay