გამოტოვება
1 -ის 8

ამარა - Amara

ორი სახე · აბრეშუმის შარფი

ორი სახე · აბრეშუმის შარფი

რეგულარული ფასი 189.00 GEL
რეგულარული ფასი ფასიანი აქცია 189.00 GEL
გაყიდვა გაყიდულია
Quantity

ამარა x კახა ჩხატარაიშვილი

კახა ჩხატარაიშვილის ტილოზე ოქროსფერი პროფილი მარცხნივ იყურება, მოლურჯო-მომწვანო სახე კი პირდაპირ გვიყურებს. ორი სახე ერთ სილუეტში ერთიანდება, თუმცა თითოეულს თავისი გამომეტყველება აქვს. 

ამარამ ორივე სახე ერთ მოტივად შეინარჩუნა და ვარდისფერ აბრეშუმზე დიაგონალურად გაიმეორა. პრინტს წითელი არშია შემოუყვება. შარფის დაკეცვისას ხან ერთი პროფილი იკვეთება, ხან მეორე, გაშლილ შარფზე კი ორივე სახე კვლავ ერთად ჩანს.

კოლაბორაციის შესახებ

ამარას ახალი სერია თანამედროვე ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობას ეძღვნება. გვინდა, მათი ნამუშევრები მეტმა ადამიანმა გაიცნოს და მათი თვალით დაინახოს საქართველო. სერია კახა ჩხატარაიშვილთან ექსკლუზიური თანამშრომლობით იწყება. ამ ლიმიტირებული კოლექციისთვის ამარამ მხატვრის სამი ტილოდან შერჩეული ფრაგმენტები ციფრულ ფორმატში გადაიტანა და აბრეშუმისთვის სამი განსხვავებული პრინტი შექმნა.

კახა ჩხატარაიშვილი თბილისში დაიბადა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. ის თავისი შემოქმედების მთავარ თემად ადამიანს და მის შინაგან სამყაროს მიიჩნევს. კოლექციისთვის შერჩეულ ტილოებში ეს ინტერესი გამომსახველ სახეებში, მკვეთრ კონტურებსა და ფერთა მოულოდნელ შეხამებაში იგრძნობა.

ზომები და შეფუთვა

  • აბრეშუმის შარფი - 90 × 90 სმ
  • ყუთი - 16 × 16 სმ, შარფის პრინტით
  • შარფი შეფუთულია ყუთში და მოყვება ამარას ბრენდირებული მუყაოს ჩანთა.
View Details
  • Visa
  • Mastercard
  • Apple Pay
  • Google Pay