გამოტოვება
1 -ის 7

ამარა - Amara

წითელი წრე · აბრეშუმის შარფი

წითელი წრე · აბრეშუმის შარფი

რეგულარული ფასი 189.00 GEL
რეგულარული ფასი ფასიანი აქცია 189.00 GEL
გაყიდვა გაყიდულია
Quantity

ამარა x კახა ჩხატარაიშვილი

კახა ჩხატარაიშვილის ამ ტილოზე მზერა პირველად მკვეთრ წითელ წრეზე ჩერდება. მის ქვემოთ, ლურჯ ფონზე, ორი სახე იკვეთება. ოქროსფერი პროფილი მარცხნივაა შებრუნებული, მის მიღმა კი მწვანე სახე ჩანს, დახრილი მზერით.

ამარამ წითელი წრე და ორი სახე ერთ მოტივად გააერთიანა და ხასხასა ლურჯ აბრეშუმზე გაიმეორა. წრეების მონაცვლეობა პრინტს რიტმს აძლევს. სახეები კი ზოგან მხოლოდ ფრაგმენტებად ჩანს და შარფის გაშლისას უფრო მკაფიოდ იკვეთება.

კოლაბორაციის შესახებ

ამარას ახალი სერია თანამედროვე ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობას ეძღვნება. გვინდა, მათი ნამუშევრები მეტმა ადამიანმა გაიცნოს და მათი თვალით დაინახოს საქართველო. სერია კახა ჩხატარაიშვილთან ექსკლუზიური თანამშრომლობით იწყება. ამ ლიმიტირებული კოლექციისთვის ამარამ მხატვრის სამი ტილოდან შერჩეული ფრაგმენტები ციფრულ ფორმატში გადაიტანა და აბრეშუმისთვის სამი განსხვავებული პრინტი შექმნა.

კახა ჩხატარაიშვილი თბილისში დაიბადა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. ის თავისი შემოქმედების მთავარ თემად ადამიანს და მის შინაგან სამყაროს მიიჩნევს. კოლექციისთვის შერჩეულ ტილოებში ეს ინტერესი გამომსახველ სახეებში, მკვეთრ კონტურებსა და ფერთა მოულოდნელ შეხამებაში იგრძნობა.

ზომები და შეფუთვა

  • აბრეშუმის შარფი - 90 × 90 სმ
  • ყუთი - 16 × 16 სმ, შარფის პრინტით
  • შარფი შეფუთულია ყუთში და მოყვება ამარას ბრენდირებული მუყაოს ჩანთა.
View Details
  • Visa
  • Mastercard
  • Apple Pay
  • Google Pay