ამარა - Amara
9 აპრილი – საქართველოს ისტორიული სიმბოლო
9 აპრილი – საქართველოს ისტორიული სიმბოლო
ვერ ჩაიტვირთა ასაღები ნივთების ხელმისაწვდომობა
9 აპრილის სიმბოლო | ემალის პინი | ეროვნული ერთიანობის დღე
9 აპრილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს უახლეს ისტორიაში.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
ეს პინი ქართველების წინააღმდეგობის და რწმენის სიმბოლოა.
ზომა: 4x2სმ. მასალა: ემალი.
გაზიარება
