ქართული სუვენირები

Amara დაიბადა ერთი მარტივი იდეით: საქართველოს ღირსშესანიშნაობები, ტრადიციები და ყოველდღიური სილამაზე მარტივად ატაროთ თან.

Amara-ს თითოეული პინი ქართული იდენტობის პატარა ნაწილია — მთაწმინდაზე აღმართული სატელევიზიო ანძის სილუეტი, ძველი თბილისის აივნების უნიკალური არქიტექტურა, ტრადიციული ქვევრის მოხაზულობა თუ რუსთაველის გამზირის დამახასიათებელი დეტალები. ამ შთაბეჭდილებებს ვაქცევთ მინიატურულ, სატარებელ ხელოვნების ნიმუშებად — ემალის პინებად, რომლებიც სიყვარულით იქმნება და საქართველოს ავთენტურ სულს გადმოსცემს.  

რა გამოარჩევს Amara-ს პინებს

თითოეული პინი დამზადებულია ტრადიციული ემალის ტექნოლოგიით, ხელით დასრულებული და შთაგონებულია საქართველოს რეალური ადგილებით, ისტორიებითა და კულტურით. ჩვენი მიზანია, თითოეული ნამუშევარი იყოს საკმარისად პატარა, რომ ყოველდღიურად ატაროთ ქურთუკზე, ჩანთაზე ან ზურგჩანთაზე, მაგრამ ამავდროულად იმდენად განსხვავებული და გამორჩეული, რომ აუცილებლად გააჩინოს კითხვა:„სად იყიდეე?“

ვისთვის ვქმნით

Amara-ს პინები შექმნილია მათთვის, ვინც აფასებს ხარისხს, ისტორიას და ავთენტურობას:

  • მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ საქართველოს ნამდვილ, სამახსოვრო სუვენირს
  • საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის, რომლებსაც სურთ ყოველთვის თან ატარონ სამშობლოს პატარა ნაწილი
  • კოლექციონერებისთვის, რომლებიც საქართველოს ღირსშესანიშნაობების უნიკალურ კოლექციას აგროვებენ
  • საჩუქრის მაძიებლებისთვის, ვისაც თბილისიდან განსხვავებული და შინაარსიანი საჩუქრის წაღება სურთ
  • ადგილობრივებისთვის, რომლებსაც უყვართ საქართველო და სიამაყით ატარებენ მის სიმბოლოებს

სად შეგიძლიათ ჩვენი პოვნა

Amara-ს სრული კოლექციის შეძენა შეგიძლიათ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ან თბილისში მდებარე პარტნიორ მაღაზიებში, სადაც შერჩეული კოლექციებია წარმოდგენილი.

ჩვენი დაპირება

Amara-ს თითოეული დიზაინი საქართველოში მოღვაწე დიზაინერის ნამუშევარია. სანამ ესკიზი პინად გადაიქცევა, დეტალურად ვსწავლობთ თითოეული ღირსშესანიშნაობის ისტორიას, არქიტექტურას, სიმბოლიკასა და კულტურულ მნიშვნელობას.

ჩვენს კოლექციაში ვერ შეხვდებით სტანდარტულ ან მზა შაბლონებზე შექმნილ დიზაინებს — ყველა პინი ექსკლუზიურად Amara-სთვის არის შექმნილი და რეალური ქართული ადგილის, ისტორიის ან კულტურული სიმბოლოსგან იღებს შთაგონებას.

იგივე ყურადღებას ვუთმობთ ხარისხსაც. ვიყენებთ მაღალი ხარისხის ლითონსა და გამძლე ემალის ტექნოლოგიას, რათა პინებმა მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს ფერი, ბზინვარება და დეტალები — იქნება ის ყოველდღიურად თქვენს ქურთუკზე დამაგრებული თუ კოლექციის ნაწილად შენახული.

გაგზავნამდე თითოეული პინი ინდივიდუალურად მოწმდება, რათა დარწმუნებულები ვიყოთ იმ ხარისხში, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ.

გაეცანით Amara-ს ქართული ემალის პინებისა და სუვენირების სრულ კოლექციას და თან ატარეთ საქართველოს პატარა ნაწილი.