{"product_id":"woman-and-bird-scarf","title":"ქალი და მფრინველი · აბრეშუმის შარფი","description":"\u003cp\u003eამარა x კახა ჩხატარაიშვილი\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cspan\u003eკახა ჩხატარაიშვილის ტილოზე ქალს თავზე პატარა ლურჯი მფრინველი აზის. ქალის სახეზე ყვითელი და ფირუზისფერი ერთმანეთს ხვდება. მისი მზერა კი ისეთი მშვიდია, თითქოს მფრინველთან ერთად ყოფნა სრულიად ბუნებრივი ამბავია.\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cspan\u003eამარამ ნახატიდან ქალის სახე და ჩიტი ერთად აიღო და მარჯნისფერ ფონზე დიაგონალურად გაიმეორა. შარფის ყვითელი არშია სახის ფერს ეხმიანება, პატარა ლურჯი ჩიტი კი აბრეშუმის ნაკეცებს შორის ხან იმალება, ხან ისევ ჩნდება.\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003e\u003cspan\u003eკოლაბორაციის შესახებ\u003c\/span\u003e\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cspan\u003eამარას ახალი სერია თანამედროვე ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობას ეძღვნება. გვინდა, მათი ნამუშევრები მეტმა ადამიანმა გაიცნოს და მათი თვალით დაინახოს საქართველო. სერია კახა ჩხატარაიშვილთან ექსკლუზიური თანამშრომლობით იწყება. ამ ლიმიტირებული კოლექციისთვის ამარამ მხატვრის სამი ტილოდან შერჩეული ფრაგმენტები ციფრულ ფორმატში გადაიტანა და აბრეშუმისთვის სამი განსხვავებული პრინტი შექმნა.\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cspan\u003eკახა ჩხატარაიშვილი თბილისში დაიბადა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. ის თავისი შემოქმედების მთავარ თემად ადამიანს და მის შინაგან სამყაროს მიიჩნევს. კოლექციისთვის შერჩეულ ტილოებში ეს ინტერესი გამომსახველ სახეებში, მკვეთრ კონტურებსა და ფერთა მოულოდნელ შეხამებაში იგრძნობა.\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003e\u003cspan\u003eზომები და შეფუთვა\u003c\/span\u003e\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cul\u003e\n\u003cli\u003e\u003cspan\u003eაბრეშუმის შარფი - 90 × 90 სმ\u003c\/span\u003e\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\u003cspan\u003eყუთი - 16 × 16 სმ, შარფის პრინტით\u003c\/span\u003e\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\u003cspan\u003eშარფი შეფუთულია ყუთში და მოყვება ამარას ბრენდირებული მუყაოს ჩანთა.\u003c\/span\u003e\u003c\/li\u003e\n\u003c\/ul\u003e","brand":"ამარა - Amara","offers":[{"title":"Default Title","offer_id":51827618054361,"sku":null,"price":189.0,"currency_code":"GEL","in_stock":false}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0765\/4234\/5433\/files\/1_6a3f3096-ffbe-4621-9f98-eb712856208f.png?v=1795499770","url":"https:\/\/amarasouvenir.com\/ka\/products\/woman-and-bird-scarf","provider":"ამარა - Amara","version":"1.0","type":"link"}