{"product_id":"the-red-circle-scarf","title":"წითელი წრე · აბრეშუმის შარფი","description":"\u003cp\u003eამარა x კახა ჩხატარაიშვილი\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cspan\u003eკახა ჩხატარაიშვილის ამ ტილოზე მზერა პირველად მკვეთრ წითელ წრეზე ჩერდება. მის ქვემოთ, ლურჯ ფონზე, ორი სახე იკვეთება. ოქროსფერი პროფილი მარცხნივაა შებრუნებული, მის მიღმა კი მწვანე სახე ჩანს, დახრილი მზერით.\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cspan\u003eამარამ წითელი წრე და ორი სახე ერთ მოტივად გააერთიანა და ხასხასა ლურჯ აბრეშუმზე გაიმეორა. წრეების მონაცვლეობა პრინტს რიტმს აძლევს. სახეები კი ზოგან მხოლოდ ფრაგმენტებად ჩანს და შარფის გაშლისას უფრო მკაფიოდ იკვეთება.\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003e\u003cspan\u003eკოლაბორაციის შესახებ\u003c\/span\u003e\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cspan\u003eამარას ახალი სერია თანამედროვე ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობას ეძღვნება. გვინდა, მათი ნამუშევრები მეტმა ადამიანმა გაიცნოს და მათი თვალით დაინახოს საქართველო. სერია კახა ჩხატარაიშვილთან ექსკლუზიური თანამშრომლობით იწყება. ამ ლიმიტირებული კოლექციისთვის ამარამ მხატვრის სამი ტილოდან შერჩეული ფრაგმენტები ციფრულ ფორმატში გადაიტანა და აბრეშუმისთვის სამი განსხვავებული პრინტი შექმნა.\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cmeta charset=\"utf-8\"\u003e\u003cspan\u003eკახა ჩხატარაიშვილი თბილისში დაიბადა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. ის თავისი შემოქმედების მთავარ თემად ადამიანს და მის შინაგან სამყაროს მიიჩნევს. კოლექციისთვის შერჩეულ ტილოებში ეს ინტერესი გამომსახველ სახეებში, მკვეთრ კონტურებსა და ფერთა მოულოდნელ შეხამებაში იგრძნობა.\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003e\u003cspan\u003eზომები და შეფუთვა\u003c\/span\u003e\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cul\u003e\n\u003cli\u003e\u003cspan\u003eაბრეშუმის შარფი - 90 × 90 სმ\u003c\/span\u003e\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\u003cspan\u003eყუთი - 16 × 16 სმ, შარფის პრინტით\u003c\/span\u003e\u003c\/li\u003e\n\u003cli\u003e\u003cspan\u003eშარფი შეფუთულია ყუთში და მოყვება ამარას ბრენდირებული მუყაოს ჩანთა.\u003c\/span\u003e\u003c\/li\u003e\n\u003c\/ul\u003e","brand":"ამარა - Amara","offers":[{"title":"Default Title","offer_id":51827653509337,"sku":null,"price":189.0,"currency_code":"GEL","in_stock":false}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0765\/4234\/5433\/files\/1_7b3bfb60-acb4-414c-b6b8-fcecd9aaac90.png?v=1795500284","url":"https:\/\/amarasouvenir.com\/ka\/products\/the-red-circle-scarf","provider":"ამარა - Amara","version":"1.0","type":"link"}