Three Buildings, One City's Soul: The Stories Behind Our Tbilisi Landmark Pins

თბილისის სამი სიმბოლო - ისტორია Amara-ს თბილისის პინების მიღმა

ყველა ქალაქს აქვს ისეთი შენობა, რომლებიც ჩავლისას უნებურად შეგაჩერებს. არა იმიტომ, რომ ყველაზე მაღალი ან ყველაზე თანამედროვეა, არამედ იმიტომ, რომ სწორედ ის გამოხატავს ქალაქის ნამდვილ ხასიათს.

თბილისში ასეთი ადგილები არაერთია, თუმცა მათ შორის განსაკუთრებულად გამოირჩევა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, თბილისის ფილარმონია და ჭრელი აბანო - აბანოთუბნის გამორჩეული გოგირდის აბანო.

Amara-სთვის ამ სამი შენობის არჩევა სრულიად ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო. თითოეული მათგანი თბილისის ისტორიის განსხვავებულ ეპოქას წარმოადგენს.  ერთად კი ისინი ქმნიან ქალაქის იმ უნიკალურ იდენტობას, რომელიც თბილისს ასე დასამახსოვრებელს ხდის.

ამ ბლოგში მოგიყვებით, რატომ არის თითოეული მათგანი განსაკუთრებული და რატომ ვაქციეთ ისინი ემალის პინებად.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი — გადარჩენილი ისტორია აღმოსავლური ელეგანტურობით

რუსთაველის გამზირზე აღმართული თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი საოპერო თეატრია.

მისი ისტორია 1851 წელს იწყება, როდესაც ამავე ადგილზე პირველი ოპერის შენობა გაიხსნა. იმდროინდელი თბილისის არისტოკრატია აქ მასკარადებსა და ოპერის წარმოდგენებს ესწრებოდა. თუმცა ეს შენობა დიდხანს ვერ შენარჩუნდა - 1874 წლის მასშტაბურმა ხანძარმა იგი მთლიანად გაანადგურა, მათ შორის დეკორაციები, კოსტიუმები და თეატრის მდიდრული ინტერიერი.

თუმცა თბილისმა თავისი მთავარი კულტურული სივრცე არ დაკარგა.

1896 წელს აშენდა ის შენობა, რომელსაც დღეს ვხედავთ - უნიკალური ნეომავრიტანული არქიტექტურით, მუქი და ღია ფერის ზოლებიანი ფასადით, წვეტიანი თაღებითა და დახვეწილი ორნამენტებით, რომლებიც მას უფრო აღმოსავლურ სასახლეს ამსგავსებს, ვიდრე თეატრს.

1937 წლიდან თეატრი ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს. მისი სცენა ათწლეულების განმავლობაში მასპინძლობდა ქართველ საოპერო და საბალეტო ვარსკვლავებს, რომლებმაც საქართველოს კულტურა მსოფლიოს გააცნეს.

Amara-ს კოლექციაში ეს შენობა შემთხვევით არ მოხვდა. ოპერის თეატრი მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი არ არის — ის თბილისის კულტურული მეხსიერების სიმბოლოა. შენობა, რომელმაც კატასტროფა გადაიტანა, კვლავ აღდგა და დღესაც ქალაქის ხელოვნებისა და გამძლეობის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სიმბოლოდ რჩება.

თბილისის ფილარმონია - თბილისის მუსიკალური გული

თუ ოპერის თეატრი ძველი თბილისის დიდებულებას გამოხატავს, თბილისის ფილარმონია ქალაქის ახალი ეპოქის სიმბოლოა.

ვერის პარკის მახლობლად მდებარე ეს გამორჩეული მრგვალი შენობა 1961-1971 წლებში არქიტექტორ ივანე ჩხენკელის პროექტით აშენდა და უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია თბილისის ურბანული ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილია.

ოპერის თეატრის მდიდარი დეკორისგან განსხვავებით, ფილარმონიის ხიბლი მის თანამედროვე, თამამ და ლაკონურ ფორმებშია. მისი მთავარი საკონცერტო დარბაზი ათასობით მაყურებელს მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებებზე.

შენობის წინ აღმართული ბრინჯაოს ქანდაკება „მუზა" წლების განმავლობაში თბილისელების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შეხვედრის ადგილად იქცა.

Amara-სთვის ფილარმონია მნიშვნელოვანია, რადგან ის თბილისის კიდევ ერთ სახეს გვაჩვენებს - თანამედროვე ქალაქს, სადაც ადამიანები კვლავ იკრიბებიან მუსიკის, კულტურისა და საერთო ემოციების გასაზიარებლად.

ჭრელი აბანო - ძველი თბილისის ყველაზე ფერადი სიმბოლო

თბილისში, ალბათ, არ არსებობს შენობა, რომელიც ქალაქთან ისე ასოცირდება, როგორც ჭრელი აბანო.

მისი სახელიც ყველაფერს ამბობს. საკმარისია ერთხელ მაინც დაინახოთ ლურჯი და ფირუზისფერი მოზაიკით დაფარული ფასადი და ორი გუმბათიანი კოშკი, რომ ეგრევე მიხვდებით, რატომ არის ეს ადგილი თბილისის ყველაზე ხშირად გადაღებულ ღირსშესანიშნაობებს შორის.

ჭრელი აბანოს ისტორია უშუალოდ ქალაქის დაარსებას უკავშირდება.

ლეგენდის მიხედვით, მეფე ვახტანგ გორგასალმა ნადირობისას სწორედ ამ ტერიტორიაზე აღმოაჩინა გოგირდის ცხელი წყლები და V საუკუნეში აქ დააარსა თბილისი.

სპარსული არქიტექტურის გავლენით შექმნილი ორნამენტები, აღმოსავლური თაღები და ბუნებრივად ცხელი მინერალური წყლები საუკუნეების განმავლობაში იზიდავდა როგორც თბილისელებს, ისე მოგზაურებს. ეს ტრადიცია დღემდე თითქმის უცვლელად გრძელდება.

თუ რომელიმე შენობა იდეალურად ერგება ემალის პინის ფორმატს, სწორედ ჭრელი აბანოა. ფერადი, ადვილად ცნობადი და თბილისის ისტორიის პირველივე ფურცელთან დაკავშირებული - ადგილი, რომელსაც ადამიანები ყველაზე ხშირად ფოტოებად ინახავენ, ახლა კი შეუძლიათ ყოველდღიურადაც ატარონ.

რატომ ვაქციეთ ისინი ემალის პინებად

ასეთი შენობების მხოლოდ ფოტოებზე აღბეჭდვა დასანანია. ემალის პატარა პინი ყოველდღიურ ცხოვრებას აგრძელებს თქვენთან ერთად - ქურთუკზე, ჩანთაზე, ზურგჩანთაზე ან ტილოს ჩანთაზე.

ის მუდმივად გახსენებთ ქალაქს, რომელსაც ესტუმრეთ და ხშირად ხდება საუბრის დასაწყისიც, როდესაც ვინმე გკითხავთ:ეს პინი საიდან გაქვს?"

Amara-ს თითოეული დიზაინი ქართველი დიზაინერის მიერ იქმნება და შთაგონება რეალური არქიტექტურული დეტალებიდან მოდის. წარმოებაში ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებსა და ემალის ტექნოლოგიას, რათა ფერი და ბზინვარება წლების განმავლობაში შეუნარჩუნდეს.

ეს სამი პინი საშუალებას გაძლევთ, სადაც არ უნდა იყოთ, ატაროთ თან საქართველოს ნაწილი.

ბლოგზე დაბრუნება