სად ვიყიდოთ საუკეთესო ქართული სუვენირები?
გაზიარება
საქართველოდან საუკეთესო სუვენირის შერჩევა მხოლოდ ლამაზი ნივთის პოვნას არ ნიშნავს. კარგი სუვენირი ქვეყანასთან დაკავშირებულ მოგონებას უნდა ინახავდეს, მარტივად სატარებელი იყოს და წლების განმავლობაში დარჩეს ჩვენთან.
ემალის პინი ყველა ამ თვისებას ერთ პატარა ნივთში აერთიანებს. ის მსუბუქია, ჩანთაში ძალიან ცოტა ადგილს იკავებს, ადვილად არ ტყდება და დიდხანს ძლებს. რაც მთავარია, სწორად შერჩეულ პინს საქართველოს შესახებ ნამდვილი ისტორიის მოყოლა შეუძლია.
რატომ არის პინი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული სუვენირი?
ყველა მოგზაურს საქართველო განსხვავებულად ამახსოვრდება. ზოგისთვის ეს ძველი თბილისის ფერადი არქიტექტურაა, ზოგისთვის - სვანეთის მთები, ქართული ღვინო, ეროვნული ცეკვა თუ ხელოვნების გამორჩეული ნიმუში.
AMARA-ს კოლექციაში შეგიძლიათ შეარჩიოთ დიზაინი, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს საქართველოში მიღებულ თქვენს შთაბეჭდილებებს. თუ პინს საჩუქრად არჩევთ, შეგიძლიათ იპოვოთ ისეთი დატვირთვის, რომელიც მის ადრესატს განსაკუთრებით დააინტერესებს და გაახარებს.
ჩვეულებრივი სუვენირებისგან განსხვავებით, AMARA-ს თითოეული პინი რეალურ ქართულ შენობას, ძეგლს, ისტორიულ ამბავს, კულტურულ სიმბოლოს ან ხელოვნების ნიმუშს უკავშირდება.
აღმოაჩინეთ საქართველო AMARA-ს პინების კოლექციით
ქართული არქიტექტურის მოყვარულებისთვის კოლექციაში წარმოდგენილია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, თბილისის საკონცერტო დარბაზი — ფილარმონია და ჭრელი აბანო.
გამორჩეული ძეგლებისა და ქანდაკებების მიხედვით შექმნილ პინებს შორისაა ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი, ალი და ნინო, მშვიდობის ანგელოზი და ქართლის დედა. „მუზას“ პინი კი ერთდროულად თბილისის ორ ცნობილ სიმბოლოს - ფილარმონიის შენობასა და მის წინ აღმართულ მუზას ქანდაკებას - აერთიანებს.
კოლექციის სხვა დიზაინები საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას გვაცნობს. ქვევრის პინი ქვეყნის მეღვინეობის უძველეს ტრადიციასა და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, გამოხატავს. ქართველი მოცეკვავის პინი კი ეროვნული ცეკვის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და უნიკალურ ქართულ სამოსს ეძღვნება.
ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ აღმოაჩინონ გამოჩენილი ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის, პეტრე ოცხელის ნამუშევრებით შთაგონებული პინები.
კოლექციაში ასევე წარმოდგენილია თბილისის სიმბოლოდ ქცეული სატელევიზიო ანძა, სვანეთის კოშკები, ძველი თბილისის ხედი და ცნობილი ქართული ფილმიდან ცათმფრენი - ქართული ფანტაზიისა და შემოქმედებითობის სახალისო სიმბოლო.
სად ვიყიდოთ AMARA-ს ქართული სუვენირები?
AMARA-ს ემალის პინების შეძენა ონლაინ შეგიძლიათ ვებგვერდზე amarasouvenir.com.
პინები ასევე ხელმისაწვდომია თბილისში ორ ფიზიკურ სივრცეში:
- Stamba-ს წიგნების მაღაზია — მერაბ კოსტავას ქუჩა 14;
- ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მაღაზია — შოთა რუსთაველის გამზირი 7;
თუ გსურთ, საქართველოდან თან წაიღოთ პატარა, მაგრამ შინაარსიანი მოგონება, ან უცხოელი მეგობრისთვის, კოლეგისა თუ ოჯახის წევრისთვის გამორჩეულ ქართულ საჩუქარს ეძებთ, AMARA-ს პინი შესანიშნავი არჩევანია.
ატარე თან საქართველოს ნაწილი.